რა არის ექსპანდერი?

ფიქსირებული ანუ მოუხსნელი ექსპანდერი ორთოდონტიული აპარატია თანკბილვის კორექციისთვის.

ექსპანდერი მაგრდება, ძირითადად, ზედა ყბაზე და გამოიყენება თანკბილვის კორქციისთვის. პატარა პაციენტი აპარატს მთელი მკურნალობის მანძილზე ატარებს და თავისით ვერ იხსნის.


აპარატი ეფექტურია:

-როცა პაციენტს აღენიშნება ადგილის დეფიციტი მუდმივი კბილებისთვის.

-ზედა ყბის შევიწროვებსას.

-გართულებული ცხვირით სუნთქვისას.

 

 ექსპანდერი აფართოებს ზედა ყბას 10-11მმ-ით და კბილთა რკლაში ქმნის სივრცეს მუდმივი კბილების სწორად ამოჭრისთვის. ზედა ყბის გაფართოებისას იწყება ქვედა ყბის სპონტანური გაშლაცა. დამატებით, იზრდება ცხვირის ღრუს მოცულობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის დარღვევის დროს.

მოუხსნელი ექსპანდერით მკურნალობა 6-8 წლიდან იწყება.

Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!